вернутся к главному меню

ამერიკის გრინ კარტა (მწვანე ბარათი)
ინფორმაცია, იმათვის ვინც მოიგო გრინ კარტის გათამაშება.

 

შედიხარ ამ საიტზე - http://www.dvlottery.state.gov/ESC/ 

შეხყავს შენი მონაცემები: (ქვემოთ ნიმუშია)

Entrant Name: Kapanadze, Irina
Confirmation Number: 201221O3
XPINBZIU
Year of Birth: 19
77


ამოწმებ - ბოლოს უნდა გამოვიდეს ასეთი ტიპის გვერდი (ამობეჭდე ეგ 2-ჯერ და შეინახე):

2. მერე მეორე დღეს მიდიხარ და გადაიღებ ასეთი ტიპის სურათს (5-5-ზე სანტიმეტრი), ცოტა ტანი უნდა ჩანდეს, 4 სურათი ეგეთი გადაიღე, 2 ამოჭერი იქიდან და შეინახე - დაგჭირდება სამედიცინო შემოწმებაზე 2 სურათი, 2 სურათი ანკეტისთვის.

ეგეთი ტიპის სურათი:

3. აიღე შენი 11-კლასის ატესტატი+მისი ნიშნების ფურცელი, თუ გაქვს დიპლომიც+ნიშნების ფურცელიც (ან დიპლომი უნდა ან 11-კლასის ატესტატი, ან თუ ორივე გაქვს ორივე უნდა), შენი ქართლი ზაგრანპასპორტი, პირადობა, დაბადების მოწმობა (თუ ძველი დაბადების მოწმობა გაქვს აიღე ახალი სამოქალაქო რეესტრში - 3 ლარი ჯდება - www.cra.gov.ge , აიღე მომავალში ასევე 105 ლარიანი ბიომეტრიული ზაგრანპასპორტი), ქორწინების მოწმობა თუ გაქვს და განქორწინების მოწმობა თუ გაქვს, ამ ყველაფერს გადაუღეთ ორ-ორი ქსეროასლი.

4. გაიხსენე და ცალკე ფურცელზე დაწერე - შენ რომელ სკოლებში სწავლობდი, რომელ წელს და თვეს, რომელ წელს და თვეს მუშაობდი, რომელ სამსახურში, რას აკეთებდი, როემლ წელს და თვეს დაამთავრე სკოლა, რომელი სკოლა, ასევე უნივერსისტეტში სწავლის პერიოდი, კვალიფიკაცია და ასე შემდეგ, შენი ქორწინების დღე და თვე და წელი, მეუღლის ინფორმაცია - დაბადების თარიღი, სახელი გვარი, ასევე გაიხსენეთ და დაწერეთ მშობლების დაბადების ადგილი, დაბადების თარიღები, დედის წინა გვარი, ახლანდელი გვარი, მათი საცხოვრებელი მისმართები, გაიხსენეთ სად ცხოვრობდით - სხვადასხვა მისამართებიც, საჭიროა თქვენი ტელეფონი და მობილური და ემაილიც.

5. დაურეკეთ მერე ნანა-ს ვინც ავსებს ანკეტებს (თბილისი, ლესელიძის ქუჩა 4–ში იქ არის ქალბატონი ნანა, რომელიც კარგად შეგივსებს საბუთებს ამერიკაში გასაგზავნათ, ქალბატონი ნანა ჯაფარიძე–ს ტელეფონია: 593-152152, ლესელიძეზე თუ არ იყო, საღამოს შეგიძლიათ ნახოთ სახლში და ანკეტებს შეგივსებთ: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, 6 კვარტალი, კორპუსი 28. ბინა 54, ელ. ფოსტა: nana.office[ემაილის ნიშანი]mail.ru
ელ. ფოსტაში ამ ნიშანის – [ემაილის ნიშანი] მაგივრად ჩაწერეთ ეს – @
) დაურეკეთ შუადღეს და შეუთანხმდით საღამოს მიდით მასთან სახლში და წაიღეთ - დაქსეროქსებული საბუთები, რაც ზემოთ არის ჩამოთვლილი, ქსეროასლი: პირადობის, ზაგრანპასპორტის, ფურცელი-მოგება-სადაც წერია თქვენი ნომერი - ფურცელი ზემოთ ჩანს სურათზე, დაბადების მოწმობის ქსეროასლი, ქორწინების, დიპლომის, ატესტატის, შრომის წიგნაკის ქსეროასლი და ყველეფერი ქსეოასლი, ასევე 2 ცალი სურათი რაც გადაიღეთ და 50 ლარი.

6. ნანა შეავსებს ანკეტებს - თქვენ გადაუხდით 50 ლარს, ჩადებთ მაგას ფაილში და მეორე დღეს გააგზავნეთ ფედექსით ამ მისამართზე-
 


  1. გაგზავნით ამ საბუთებს და თქვენს ორ–ორ სურათებს (5–5ზე სანტიმეტრი, ფოტოს ტიპი უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის ზემოთ) ფედექსით –
    http://fedex.com/ge/contact/ , ფედექსი არის ამ მისამართზე: თბილისი, ავლაბარი, ქეთევან წამებულის გამზირი 39, ეს არის შერატონ მეტეხი–ს წინ, ტელეფონი: (+995 32) 274-86-44, 274-82-40, 274-89-40, ფედექსში გადაიხდით 80-100 ლარამდე (ახლა იტყვი სად მაქვს მაგის 100 ლარი, თუ არ გაქვს მაგის 100 ლარი, რას მიდიხარ ამერიკაში დაეტიე საქართველოში), მოგცემენ ტრეკინგ კოდს და ამ კოდით შეამოწმებთ მივიდა თუ არა თქვენი საბუთები და ფოტოები ადგილზე, ტრეკინგ კოდი შეიყვანეთ აქ: http://www.fedex.com/Tracking?cntry_code=ge


    როცა ჩავა საბუთები ადგილზე, მერე უნდა ელოდო, როცა მოგწერენ წერილს და იქ იქნება მითითებული როდის გექნება ინტერვიუ ამერიკის საკონსულოში თბილისში –
    http://georgian.georgia.usembassy.gov/dv.geo.html მისამართი: თბილისი, ბალანჩინის 11, ტელ. 2-277724, http://www.facebook.com/tbilisi.usembassy
    გასაუბრება–ინტერვიუ შეიძლება იყოს მოგებიდან
    2–10 თვეში (ეს ინფორმაცია - იქნება ამ საიტზეც http://www.dvlottery.state.gov/ESC/  შეიყვანე შენი კოდი და იქ დაიწერება როდის გაქვს გასაუბრება საკონსულოში) ანუ იმავე წლის 1 ოქტომბრიდან იწყვება - გასაუბრება საკონსულოში, თქვენ გაქვთ მინიჭებული ნომერი, ნომერი არის ასეტი ტიპის: 2011EU00014434, ანუ 2011 არის წელი, რომელ წელსაც თქვენ უნდა ჩახვიდეთ ამერიკაში, ანუ DV-2011–ის გათამაშება, ანუ ამის მონაცემები თქვენ შეავსეთ 2009 წელს, 2010–ში თქვენ გაიგეთ, რომ მოიგეთ და 2011–ში მიდიხართ ამერიკაში, მერე მიდის EU, ანუ ეს EU არის კონტინენტი ანუ – ევროპა, ჩვენ მივეკუთნებით ევროპას, მერე მიდის შენი ნომერი: 00014434, ანუ 14434, იმისათვის რომ არ ელოდო მეორე წერილის მოსვლას ან შეიძლება ეგ საერთოდ არ მოვა და გაიგო რომელ თვეს გაქვს გასაუბრება უნდა შეხვიდე ხოლმე ამ საიტზე (სექტემბრიდან დაიწყე შემოწმება) (გასაუბრება საკონსულოში არის ხოლმე ხუთშაბათობით - 14:00 საათზე ან უფრო ადრე):
    http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html – ეს არის ვიზა ბულეტენის საიტი (Visa Bulletin)  - ძებნა გუგლში, ნახეთ ეს ბმული
    ან ამ ვებ საიტზე:
    http://www.greencard.by/ , ვიზა ბულეტენის საიტზე: http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html ყოველ თვე ქვეყნდება ნომრები და ამ ნომრების მიხედვით მიხვდები როდის გაქვს გასაუბრება, მაგალითად შედიხარ აქ: This month's visa bulletin: January 2011, http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_5212.html ამ გვერდზე თქვენ ნახავთ ამ ინფორმაციას:

    For January, immigrant numbers in the DV category are available to qualified DV-2011 applicants chargeable to all regions/eligible countries as follows. When an allocation cut-off number is shown, visas are available only for applicants with DV regional lottery rank numbers BELOW the specified allocation cut-off number:

    Region All DV Chargeability Areas Except Those Listed Separately  
    AFRICA 20,900 Except: Egypt 16,000
    Ethiopia 13,200
    Nigeria 12,100
    ASIA 13,300  
    EUROPE 15,400  ევროპის ნომერი
    NORTH AMERICA (BAHAMAS) 6  
    OCEANIA 775  
    SOUTH AMERICA, and the CARIBBEAN 900  

    For February (თებერვალი), immigrant numbers in the DV category are available to qualified DV-2011 applicants chargeable to all regions/eligible countries as follows. When an allocation cut-off number is shown, visas are available only for applicants with DV regional lottery rank numbers BELOW the specified allocation cut-off number:

    Region All DV Chargeability Areas Except Those Listed Separately  
    AFRICA 26,100 Except: Egypt 20,200
    Ethiopia 15,000
    Nigeria 12,100
    ASIA 14,850  
    EUROPE 17,600  ევროპის ნომერი
    NORTH AMERICA (BAHAMAS) 7  
    OCEANIA 810  
    SOUTH AMERICA, and the CARIBBEAN 900  

    ანუ მიხვდებით რომ 2011 წლის თებერვალში გასაუბრებაზე გადიან (დააკვირთიდ ზემოთ წითელ მონაცემებს) ისინი ვისაც აქვს მოგებული DV-2011 და ვისაც აქვს  2011EU00015400 დან  2011EU00017600–მდე, ანუ ნომრები 15400–დან 17600–მდე, და თქვენ გახვალთ ინტერვიუზე ამერიკის საკონსულოში თბილისში 2011 წლის თებერვალში, თუ თქვენი ნომერი მეტია, მაშინ დაელოდეთ როცა გამოქვეყნდება თქვენი ნომრების დიპაზონი. აქ არის წინა წლების კოფირმატიონ (კონფირმეიშენ) ნომრების მოძრაობა, იხილეთ ეს ბმული
    როგორ უნდა გავიგოთ რომელ დღეს გიწევს გასაუბრება საკონსულოში, თქვენ უნდა მიწეროთ ემაილიდან ამ ემაილზე:
    kccdv@state.gov  ასეთი ტექსი თქვენი მონაცემებით
    (სადაც მონიშნულია წითლად, თქვენ უნდა შეავსოთ თქვენი მონაცემებით, კოდი, გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი):

    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    წერილის სათაურში–
    Subject: Case number date interview

    წერილის ტექსტი:

    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    Dear Sir/Madam,

    I am a green card lottery winner.

    I don’t know date of my interview. Please send me date of the interview in US Consulate in Tbilisi on this e-mail
    .


    My confirmation number is: 201XEU000XXXXX
    My family name is: Kapanadze
    My first name is: Giorgi

    My date of birth is: June 25, 1985

    My country of birth: Georgia (Republic of Georgia, Tbilisi)

     

    Thank you.

    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
    ან კითხავთ რა ხთება თქვენს საქმესთან დაკავშირებით:
    წერილი ასეთია:

    წერილის სათაურში–Subject: status of my case

    წერილის ტექსტი:

    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    Dear Sir/Madam,

    I am a green card lottery winner.

    Please inform me about status of my case.
     


    My confirmation number is: 201XEU000XXXXX
    My family name is: Kapanadze
    My first name is: Giorgi

    My date of birth is: June 25, 1985

    My country of birth: Georgia (Republic of Georgia, Tbilisi)

     

    Thank you.

    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    მოგწერენ თქვენ პასუხს 2–3 დღეში, რომელ დღეს გიწევთ გასაუბრება მერე დარეკავთ
    ამერიკის საკონსულოში (საიმიგრაციო განყოფილებაში) თბილისში ამ ნომერზე 2-27-77-24 და კითხავთ, რომელ საათზე უნდა მიხვიდეთ იქ, ეტყვით სახელს და გვარს.
    ინტერვიუს გადადებაზეც უნდა მიწეროთ კენტუკის ცენტრს ამ ემაილზე: kccdv@state.gov , ყველა მაგდაგვარ საკითხებზეც, ემაილში აუცილებლად მიუთითედ თქვენი კონფირმატიონ ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი და მერე შეგიძლიათ მიწეროთ დანარჩენი, თორემ ისე არც განიხილავენ. კენტუკი თუ გამოგიგზავნით პასუხს – ამობეჭდეთ და მიიტანეთ გასაუბრებაზე ამერიკის საკონსულოში.

    იბადება კითხვები, აუ იქნებ არ გამიშვან ან ვიზა არ მომცენ, ვიზას მოგცემენ თუ შენ საბუთები წესრიგში გაქვს, თუ შენ (ვინც მოიგო) მინიმუმ გაქვს 11 კლასის განათლება და მისი ატესტატი, თუ დიპლომი გაქვს მით უკეთესი. თუ ყველაფერი რიგზეა გაგიშვებენ.


    მოკლედ გრინ კარტაზე გასაუბრებაზე უნდა მიიტანოთ შემდეგი საბუთები (ყველა საბუთი უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ასევე ამ საბუთის ბეჭდებიც, სახელი და გვარი უნდა ემთხვევოდეს პასპორტში მითითებულ სახელ და გვარს და უნდა იყოს ქართული ნოტარიუსის მიერ დამოწმებული თარგმანი), საჭიროა ყველასი ვინც გადის გასაუბრებაზე მისი:


    1. პირადობის მოწმობა + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება) - ეს არ უნდა...


    2. ახალი ბიომეტრიული პასპორტები, მოქმედი ვადით + 2 წელი მინიმუმ + მისი ქსეროასლი ასლი


    3. დაბადების მოწმობები + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)


    4. ქორწინების მოწმობა – თუ ცოლი ჰყავს, თუ გაშორდი – განქორწინების მოწმობა + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)


    5. ბიჭისთვის სამხედრო ბილეთი ან ცნობა რომ სამხედრო ვალდებული არ ხარ (18 წლის ზემოთ) + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება) - ეს არ უნდა...


    6. ვინც მოიგო – იმის 11 კლასის ატესტატი ან დიპლომი, ან ორივე – ჯობია + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)


    7. ნასამართლეობის ცნობა 2–3 კვირის ცნობა, აიღეთ თბილისში, ქავთარაძის 5–ში, შსს–ში (16 წლის ზემოთ), ასევე ეს ცნობა იმ ქვეყნიდან სადაც ცხოვრობდით 6–ზე თვეზე მეტი 16 წლის შემდეგ, აიღეთ ამ ქვეყნების საელჩოებში + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)


    8. საჭიროა ასევე ჰქონდეთ ცნობა რომ თქვენ გაქვთ უძრავი ან მოძრავი–ავტომობილი ქონება, სასურველია დადოთ ბანკში 3.000 ან 4.000 დოლარი და აიღოთ ბანკის ცნობა (ერთი დღით ისესხეთ 3-4 ათასი დოლარი დადეთ თქვენს ანგარიშზე, აიღეთ ცნობა მერე გამოიტანეთ უკან ფული), რომ თქვენ გიდევთ ეს თანხა საბანკო ანგარიშზე, ვიზას როცა მიიღებთ მერე ეს თანხა მოხსენით, იმ ცნობაში მიუთითონ შენი სახელი, გვარი და შენი პირადი ნომერი, ასევე შეგიძლია, ვისთანაც მიდიხარ ამერიკაში იმას გამოაგზავნინო ეს შევსებული ანკეტა –
    Affidavit of Support - http://www.immihelp.com/visitor-visa/sample-i-134-affidavit-of-support-form.pdf , http://www.visapro.com/Download/INS-Form-I-134.pdf  ან იქ სამსახური თუ გელოდებათ ეს გამოგიგზავნონ – Job Offer, სასურველია საბანკო ანგარიშზე თანხა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომ შენს სახელზეა ბინა ან ურავი ან მოძრავი ქონება + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)


    ამ საბუთების ჩამონათვალი ნახეთ ამ ვებ გვერდზე:
    http://www.greencard.by/lottery/interview/


    8. წერილი (რომელშიც წერია რომ გიბარებენ გასაუბრებაზე) კენტუკის ცენტრიდან.

    სანამ თქვენ გახვალთ გასაუბრებაზე თქვენ უნდა გაიაროთ სამედიცინო შემოწმება, ყველა ვინც გადის გასაუბრებაზე და იღებს საიმიგრაციო ვიზას, ის გადის სამედიცინო შემოწმებას თბილისში, არაყიშვილის 2–ში, კლინიკა ციტო, დარეკეთ ამ ნომერზე ტელ. 2-251948 და დაგიბარებენ, 2 საათი შემოწმება არის, იმედია არ გაქვს შიდში, ტუბერკულოზი და სიფილისი. ამ სამედიცინო შემოწმების რეზულტატები წავა პირდაპირ ამერიკის საკონსულოში თბილისში. შემოწმება მგონი ჯდება 150–200 დოლარი თითო ადამიანის (2 სურათი მიიტანეთ).

    როცა გექნება ყველა საბუთი წესრიგში დარეკე ამერიკის საკონსულოში ამ ნომერზე (2–4 დღით ადრე): 2-277724 , უთხარით თქვენი სახელი და გვარი და დაგიბარებენ გასაუბრებამდე და მიუტანეთ ყველა საჭირო საბუთი, ასევე აუცილებელია თქვენ ჰქონდეთ იმ პიროვნების (გრინ კარტის ან ამერიკის მოქალაქის) ვისთანაც თქვენ ჩადიხართ ამერიკაში იმის ზუსტი: სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი. ეს ყველაფერი დაუტოვეთ საკონსულოში და მერე დანიშნულ დღეს მიდით ვიზის თანხით (830 დოლარი) ინტერვიუზე საკონსულოში (ანუ საბუთები მანამდეც შეგიძლიათ დაუტოვოთ ამერიკის საკონსულოს – გასაუბრებამდე), ვისთანაც ჩადიხართ ამერიკაში იმის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი აუცილებელია.

    როცა გახვალ საკონსულოში გასაუბრებაზე შენ უნდა გადაიხადო თითო ადამიანის 830–850 დოლარი ვიზის თანხის, გახვალ გასაუბრებაზე არ ინერვიულო იმიტომ რომ ვიზის მიღების შანსია 99,9999% პროცენტი მიიტან შენს საბუთებს + ორიგინალებს, მერე დადებ იქვე ხელაწეული ფიცს, რომ ამერიკის პატრიოტი იქნები და საბუთებიც სწორია და რთულ დღეს გვერდში დაუდგები და გეტყვიან რომ გამოგიგზავნიან პასპორტს სახლის მისამართზე თავის 6 თვიან ვიზით, აუცილებლად უნდა უთხრა თენქ იოუ, ანუ ინგლისურად მადლობა. ისე ინგლისურის ცოდნა არ არის აუცილებელი, მაგრამ მაინც ცოტა იმეცადინეთ – ელემენტარული

    მოგივათ მერე პასპორტები ამერიკული ვიზებით სახლში, მერე საღამოს დაურეკე ნათესავებს დაუძახე მეზობლებს ასევე დამირეკე მეც და ავღნიშნოთ შენი გამგზავრება ამერიკაში,
    იყიდე მერე ავიაბილეთი და წადით (ავია ბილეთი იაფად შეგიძლია იყიდო აქ: www.airlines.ge ), მგონი იქ რაღაცას გაგატანენ და იმას მიიტანთ იქ ამერიკაში იმათ საპასპორტოში და 2–4 კვირაში მოგცემენ ამ გრინ კარტებს, ამ გრინ კარტებით თქვენ შეგიძლიათ იაროთ ამერიკაში უვიზოთ, იყოთ იქ რამდენი ხანიც გინდათ, იმუშაოთ, აიღოთ დაბალ პროცენტიანი კრედიტი, უფასო სამედიცინო დაზღვევა, მინიმუმ ამერიკაში უნდა იყოთ 6 თვე ერთი წლის განმავლობაში, რომ გრინ კარტა არ გაუქმდეს, 5 წელი როცა იცხოვრებ ასე ამ გრინ კარტით მერე შეგიძლია გახდე ამერიკის მოქალაქე, ანუ აიღო ამერიკის მოქალაქეობა.
    მე მგონი არაფერი არ გამომჩა, მგონი ყველანაირად აგიღწერეთ, რა და როგორ უნდა გააკეთოდ.

    გისურვებთ წარმატებებს

    დამატებითი ინფორმაცია:
    1. თუ ხარ ნარკომანი ან გაქვს ტუბერკულიოზი, სიფილისი და პსიქიურად ვერ ხარ – არ გაგიშვებენ ამერიკაში.
    2. ანკეტები ჯობია შეავსებინო მაგ საქმის პროფესიონალს, ქალბატონ ნანა–ს, შენ რამე შეგეშლება ანკეტაში და კარგად იყავი ამერიკა.
    3. საკონსულოში ფიცს გადებინებენ – რომ რაც ანკეტებშია, ყველაფერი არის სიმართლე.
    4. თუ შენ მოიგე და შენთან ერთად ცოლმა, და ცოლს არ უნდა წამოსვლა, გადი გასაუბრებაზე მარტო შენ.
    5. თუ გაქვს მძიმე დანაშაული ჩადენილი – მაგ. მკვლელობა, ყაჩაღობა და ასე შემდეგ, 15 წელი არ გაგიშვებენ ამერიკაში ამ ვიზით. 15 წელი უნდა გავიდეს, არ ვიცი ეს თუ ჩანს ნასამართლეობის ცნობაში – ეს ინფორმაცია, მაგდენი არ ვიცი.
    6. თუ ხარ ნამყოფი რომელიმე ქვეყანაში 6 თვეზე მეტი – უნდა მიუტანო იმ ქვეყნიდან ნასამართლეობის ცნობა, მიდი ამ ქვეყნი საკონსულოში და მოგცემს მაგის ცნობას.
    7. ნასამართლეობის ცნობას იღებ ქავთარაძის 5–ში, 1 კვირაში მოგცემენ უფასოდ, ვადა აქვს 2 კვირა, გასაუბრებამდე აიღე 3 კვირით ადრე.
    8. ფინანსური მხარდაჭერა უნდა ჰქოდეს – დადე ერთი 2–5 ათასი დოლარი ბანკში და აიღე ცნობა.
    9. უნდა ჰქონდეს სამხედრო ბილეთი ან მაგვარი საბუთი.
    10. უნდა ჰქონდეს სკოლის 11 კლასის ატესტატი ან დიპლომი.
    11. დაბადების მოწმობა თუ გაქვს ძველი აიღე ახალი – მიდი სამოქალაქო რეესტრში "ჩვენს საპასპორტოში" და აიღე ახალი დაბადების მოწმობა 3 ლარად (თუ ხარ საქართველოში დაბადებული).
    12. მიუტანე ასევე შენი მიმოწერა კენტუკის ცენტრთან.
    13. საკონსულოში აგიღებენ თითების ანაბეჭდებს და შეგამოწმებენ – დააშავე თუ არა რამე ამერიკაში.
    14. ამერიკის მოქალაქე შეგიძლია გახდე თუ ჩაეწერები მათ ჯარში, თუ წახვალ 6 თვე ამერიკის ჯარში.
    15. 5 წელიწადში აიღებ – ამერიკის მოქალაქოეობას, 6 თვეში თუ ამერიკის ჯარში წახვალ.
    16. წელიდადში 6 თვე მაინც უნდა გაჩერდე ამერიკაში ყოველ წელს გრინ კარტით.
    17. არ გაბედოთ ფიქტიური ქორწინების გაკეთება ვინმესთან, იმის გამო რომ ვინმე ამერიკაში გაიყოლოთ, დაკარგავ ფულს და ამერიკას ვერ ნახავ სიზმარშიც ვერასდროს.
    18. როცა შენ შეავსე ანკეტა გრინ–კარტაზე (და მაგ მომენტში არ ჰყავდა ცოლი/ქმარი), მერე მოიგე გრინ კარტის გათამაშება და მერე მოიყვანე/გაყევი ცოლი/ქმარი, მაინც ჯობია რომ გახვიდე მარტო, ანუ ცოლი/ქმარი არ გაიყოლო გასაუბრებაზე, ვერც ერთი ვერ მიიღებთ გრინ კარტს, ჯობია აიღო შენ გრინ კარტი და მერე წაიყვანო ცოლი/ქმარი.
    19. გასაუბრებაზე გადით ცოტა მოწესრიგებული, ნორმალურად ჩაცმული.
    20. გასაუბრებამდე სასურველია მიხვიდე და გადაიღო რენტგენი ფილტვებზე და შეამოწმო შენი თავი გაქვს თუ არა ტუბერკულიოზი ან რამე ჩხირი, ასევე შეამოწმე შენი თავი სიფილისზე, ტუბერკულიოზე, კეთრი და შიდსზე, ჯობია იცოდე მანამდე სანამ გახვალ გასაუბრებაზე და გადაიხდი იქ – 830 დოლარს და მანამდე კიდევ 200 დოლარს სამედიცინოს ფულს.
    21. როგორც შეავსე ანკეტა და ვინც იყო იქ ჩაწერილი ისე გადით, არავინ დაამატოდ ახალი წევრი არც ცოლი/ქმარი.
    22. უნდა იცოდეთ იმის სახელი, გვარი, ზუსტი მისამარტი, ტელეფონი, ვისთანაც ჩადიხართ ამერიკაში (ამერიკის მოქალაქე ან გრინ კარგის მფლობელი).
    23. უვიზოდ ივლი ამერიკაში და კანადაში, ევროპაში გრინ კარტით ვერ ივლი უვიზოთ, შენგენის ვიზა გინდა.
    24. ამერიკული პასპორტით ყველგან ივლი ევროპაშიც უვიზოთ.
    25. როცა გაქვს გრინ კარტი შეგიძლია წაიყვანო ამერიკაში – ცოლი/ქმარი.
    26. როცა გახდები ამერიკის მოქალაქე შეგიძლია ამერიკაში წაიყვანო – ძმა, დაიკო, მამა, დედა და მგონი პატარა შვილებიც.
    27. ამერიკის მოქალაქეობას როცა აიღებ და გექნება ამერიკული პასპორტი – სხვა ქვეყნის პასპორტი არ უნდა გამოიყენო ამერიკის ტერიტორიაზე, ორმაგ მოქალაქეობას ამერიკა არ გიშლის.
    28. აუცილებლად უნდა გადაიხადო იქ ნალოგები–გადასახადები გრინ კარტიც რომ ჰქონდეს.
    29. ერიდეთ ღამე იქ ბოდიალს ქუჩაში და შარს პოლიციასთან და არაფერი დაარღვიოთ, არაფერი მოწიოთ, არ დაბოლდეთ, არ გაიკეთოდ, არ ილოთაო, თორემ გამოგაგდებენ ამერიკიდან.
    30. არ გაყვე ვინმე ნაშებს, არ დააჭერინო თავი პოლიციას – მაგას ყველაფერს უყურებენ.
    31. თუ გადახვალ სხვა ადგილზე საცხოვრებლად – აცნობე ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს.
    32. ნუ იბლატავებ იქ და ნუ დაიწყებ იქ ძველბიჭობას, წყნარად იყავი – თორემ გაგადებენ ამერიკიდან, არავინ არ გაბლატავებს იქ.
    33. შეგიძლია იქ ამერიკაში იარო უფასო ინგლისური ენების კურსებზე.
    34. შეგიძლია იქ ამერიკაში აიყვანო ადვოკატი, ის დაგეხმარება იურიდიულ საკითხებში.
    35. შეგიძლია გააკეთო ამერიკაში უფასო სამედიცინო დაზღვევა, დაზღვევა თუ არ გაქვს ცუდია მაგარი.
    36. შეგიძლია იმუშაო კანადაშიც.
    37. ამერიკაში როცა გაიქაჩები და გახდები მდიდარი – არ დაგავიწყდეს რომ შენ ხარ იქ ჩასული ღარიბი და ღატაკი ქვეყნიდან და შენი ვალია დაეხმარო შენს ახლობლებს, რომლებიც არიან ოკეანის მეორე მხარეს, დაეხმარე მათ თანხით და იმით, თუ ვინმე მოიგებს გრინ კარტას შეიფარე დროებით შენ და ნუ გახდები იქ ძუნწი და ღორი და გონება დაბნელებული, გახსოვდეს შენიანები, შენი ხალხი და შენი ქვეყანა, თორემ ბევრმა იცით წახვალ და დაიკიდებთ ყველაფერს და ყველას – ნუ დახამდები.
    38. იცოდე ამერიკაში როცა ჩახვალ პირველად გაგიჭირდება – მერე აღარა, არ ჰქონდეს იქ ვინმეს იმედი, იქ არავინ არ დაგეხმარება, არც ახლო ნათესავი და არც ბავშობის ძმაკაცი, ელოდე გვერდში ამოდგომას იმისგან ვისგანაც უფრო არ ელოდები.
    39. ნუ დაიჭერ საქმეს გზააბნეულ ხალხთან იქ.
    40. გახსოვდეს შენი მამული, ენა და სარწმუნოება–მართლმადიდებლობა, გაგიჭირდება იქ – ილოცე.
    41. გასაუბრების შემდგომ, თქვენ თქვენს მისამართზე მოგიტანებენ თქვენს ამერიკის ვიზიან პასპორტს 2–10 დღეში, ვიზა იქნება 6 თვიანი, DHL–ის ფოსტით გამოგიგზვნიან, ასევე პასპორტთან ერთად იქნება საბუთების–პაკეტი, რომელიც არ უნდა გახსნათ !!! არ გახსნათ ეგ პაკეტი, ეგ პაკეტი უნდა გახსნან ამერიკაში საიმიგრაციო სამსახურში !!! არ გახსნათ არავითარ შემთხვევაში.
    42. გრინ კარტის აღება არ ნიშნავს იმას რომ შენ ამერიკაში მოგცემენ სახლს, ბინას, სამსახურს ან ფულს, გრინ კარტი არის იქ უვიზო ყოფნა და სიარული და მუშაობის უფლება, ასევე 5 წლის მერე შეგიძლია გახდე ამერიკის მოქალაქე.
    43. არ არის უცილებელი იცოდე ინგლისური ენა.
    44. გრინ კარტის გათამაშებაზე, როცა შეავსებ მონაცემებს მათ გათამაშების საიტზე, ბოლოს როცა შეავსებ გამოვა კოდი–ის კოდი შეინახე, თორემ ვერ გაიგებ მოიგებ თუ არა ამ გათამაშებას, უნდა შეამოწმო მერე ეს კოდი მაისის თვეში საიტზე და დაგიწერს მერე მოიგე თუ არა.
    45. აუცილებელია თქვენი სურათები იყოს შესაბამისი ნორმის და ზომების რაც არის მითითებული ზემოთ.

     

    თემა ეხება იმას ვინ შეუძლია წაიყვანოს გრინ კარტის მფლობელს საიმიგრაციო ვიზით ამერიკაში !!!

    • მოიგე და მიიღე უკვე ამერიკაში გრინ კარტი, შენ შეგიძლია წაიყვანო ამერიკაში შენი ცოლი/ქმარი (2 წელი არის რიგი ვიზაზე - ანუ 2 წელიწადში წაიყვანო) და შვილები (ნებისმიერი ასაკის) ოღონდ დაუქორწინებელი შვილები - ვისაც ხელი არ აქვს მოწერილი (შვილებზე საიმიგრაციო ვიზაზე არის - 7 წლიანი რიგი).
    • მაგალითი - ანუ ცოლზე შეიტანე საბუთები ამერიკაში - მის წაყვანაზე - 2011 წლის ნოემბერში შეიტანე საბუთები - საკონსულოში ვიზის მიღება მოუწევს - 2013 წელს, შვილებზე თუ შეიტანე 2011 წელს საბუთები - გასაუბრება მოუწევს საკონსულოში 2018 წელს და მაშინ მიიღებს საიმიგრაციო ვიზას, საიმიგრაციო ვიზას როცა მიიღებს ეს ადამიანები, როცა ჩავლენ ისინი ამერიკაში მათ მისცემენ - გრინ კარტებს.
    • როცა მიიღებ შენ გრინ კარტს ამერიკაში შენ 5 წელიწადში შეგიძლია გახდე ამერიკის მოქალაქე, ამერიკის მოქალაქეს შეუძლია წაიყვანოს ცოლი/ქმარი - 6-12 თვეში ამერიკაში საიმიგრაციო ვიზით და იქ მიიღებს გრინ კარტას, ამერიკის მოქალაქეს შეუძლია საიმიგრაციო ვიზით ამერიკაში წაიყვანოს - ცოლი/ქმარი, დაუქორწინებელი შვილები, დაქორწინებული შვილები, დედა, მამა და ასევე დაიკო და ძმა.
    • შენი რიგი, როგორ მიდის ჩანს ამ საიტზე:
      http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html , მაგალითად შედით აქ: Upcoming month's visa bulletin: December 2011 , ანუ 2011 წლის დეკემბერში მიიღებს საიმიგრაციო ვიზას საკონსულოში (ანუ გავა ამ თვეში საკონსულოში გასაუბრებაზე) - ქვემოთ ნახეთ კატეგორიები ამ გვერდზე:
      http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_5603.html

      First: (F1) Unmarried Sons and Daughters of U.S. Citizens: 23,400 plus any numbers not required for fourth preference. (ეს კატეგორია არის: ამერიკის მოქალაქის დაუქორწინებელი შვილები, გოგო და ბიჭი)

      Second: Spouses and Children, and Unmarried Sons and Daughters of Permanent
      Residents: 114,200, plus the number (if any) by which the worldwide family preference level exceeds 226,000, plus any unused first preference numbers:

      A. (F2A) Spouses and Children of Permanent Residents: 77% of the overall second preference limitation, of which 75% are exempt from the per-country limit; (ეს კატეგორია არის: გრინ კარტის მფლობელის ცოლი/ქმარი და მისი შვილები 21 წლამდე)

      B. (F2B) Unmarried Sons and Daughters (21 years of age or older) of Permanent Residents: 23% of the overall second preference limitation. (ეს კატეგორია არის: გრინ კარტის მფლობელის დაუქორწინებელი შვილები, ვისაც ხელი არ აქვს მოწერილი 21 წლის ზემოთ ასაკის)

      Third: (F3) Married Sons and Daughters of U.S. Citizens: 23,400, plus any numbers not required by first and second preferences. (ეს კატეგორია არის: ამერიკის მოქალაქის დაქორწინებული შვილები)

      Fourth: (F4) Brothers and Sisters of Adult U.S. Citizens: 65,000, plus any numbers not required by first three preferences. (ეს კატეგორია არის: ამერიკის მოქალაქის დაიკო და ძმა)


      On the chart below, the listing of a date for any class indicates that the class is oversubscribed (see paragraph 1); "C" means current, i.e., numbers are available for all qualified applicants; and "U" means unavailable, i.e., no numbers are available. (NOTE: Numbers are available only for applicants whose priority date is earlier than the cut-off date listed below.)
    • შენ თუ ჩააბარე მაგალითად საბუთები ფორმა I-130 (420$) საიტი - http://www.uscis.gov/portal/site/uscis/menuitem.5af9bb95919f35e66f614176543f6d1a/?vgnextoid=c67c7f9ded54d010VgnVCM10000048f3d6a1RCRD&vgnextchannel=db029c7755cb9010VgnVCM10000045f3d6a1RCRD  , http://www.uscis.gov/files/form/i-130.pdf , http://www.uscis.gov/files/form/i-130instr.pdf  ამ სამსახურში ამერიკაში - http://www.uscis.gov/portal/site/uscis იმისათვის, რომ წაიყვანოთ თქვენი ახლობელი, როცა ჩააბარებთ ამ საბუთებს - ის დღე ითვლება - ჩაბარების დღით და თქვენ აქ უყურებთ რიგს - მაგალითად გინდათ - გრინ კარტის მფლობელმა წაიყვანოს ცოლი/ქმარი (ეს კატეგორია იქნება: F2A - Spouses and Children of Permanent Residents: 77% of the overall second preference limitation, of which 75% are exempt from the per-country limit;) ამერიკაში - ჩააბარა მასზე ფორმა I-130 (http://www.uscis.gov/files/form/i-130.pdf) 25 ოქტომბერს 2011 წელს ამ სამსახურში USCIS.GOV, ამ საიტზე ნახეთ ბოლო თვე რაც არის ახლა - http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html  ,  მაგალითად ვნახეთ 2011 წლის დეკემბერი - http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_5603.html 
      აქ არის ცხრილი:

       
      Family-Sponsored All Chargeability Areas Except Those Listed (საქართველო) CHINA-mainland born INDIA MEXICO PHILIPPINES
      F1 01SEP04 01SEP04 01SEP04 08APR93 01MAR97
      F2A 22MAR09 22MAR09 22MAR09 08FEB09 22MAR09
      F2B 15AUG03 15AUG03 15AUG03 22NOV92 15AUG01
      F3 08OCT01 08OCT01 08OCT01 15DEC92 08JUL92
      F4 15JUL00 15JUL00 15JUL00 01MAY96 08SEP88

      თქვენ ნახეთ თქვენი კატეგორია - F2A - 22MAR09 , ანუ ეს ნიშნავს იმას რომ 2011 წლის დეკემბერში მიიღებს საკონსულოში საიმიგრაციო ვიზას (გავა) გასაუბრებაზე ის ვინც ჩააბარა საბუთები 22 მარტამდე 2009 წელს ამ სამსახურში - USCIS.GOV - http://www.uscis.gov , უნდა ელოდოთ რიგს - როცა ამ კატეგორიაში იქნება OCT11 (2011 წლის ოქტომბერი)

      როცა ჩააბარებთ საბუთებს ამ სამსახურში http://www.uscis.gov - ესენი მოგცემენ კოდს, ამ კოდს შეამოწმებთ ხოლმე აქ: http://www.uscis.gov/portal/site/uscis  CASE STATUS - და მანდაც ნახავთ თქვენი საქმის ნაბიჯებს, ანუ რა სტადიაშია საქმე.
      როცა რიგი მოგიწევთ, იგივე ნაირად უნდა გაიაროთ - როგორც გრინ კარტაზე გადიხართ (სამედიცინო შემოწმებას და საბუთებია საჭირო თქვენსგან).

      საჭიროა, ის რაც შეიძლება მალე შეავსოთ ეს
      ფორმა I-130 (420$) საიტი - http://www.uscis.gov/portal/site/uscis/menuitem.5af9bb95919f35e66f614176543f6d1a/?vgnextoid=c67c7f9ded54d010VgnVCM10000048f3d6a1RCRD&vgnextchannel=db029c7755cb9010VgnVCM10000045f3d6a1RCRD  , http://www.uscis.gov/files/form/i-130.pdf , http://www.uscis.gov/files/form/i-130instr.pdf  ამ სამსახურში ამერიკაში - http://www.uscis.gov/portal/site/uscis, რომ საქმე დაიძვრას და რიგი მალე მოგიწიოს, ნუ დაკარგავთ დროს.


    щелкайте левой кнопкой мауса на синем тексте - это ссылка, там будет подробная информация

    полезные ссылки -

    http://greencard.2tbilisi.ge
    www.greencard.by