вернутся к главному меню

ამერიკის გრინ კარტა (მწვანე ბარათი)
  1. გძინავს ყოველ დღე 12–თ საათამდე
  2. არ მუშაობ იმიტომ რომ ვერ ნახე სამსახური
  3. ცოლი გთხოვს კაბის ფულს უკვე 4 თვეა და შენ არ გაქვს ფული და იმას ეგ არ ესმის
  4. ბავშვი გთხოვს წამიყვანე კინოში და შენ არ გაქვს კინოს ფულიც
  5. არაფერს არ აკეთებ საერთოდ
  6. ზიხარ სახლში უყურებ ტელევიზორს
  7. აბირჟავებ გარეთ ლოთ მეგობრებთან ერთად და აღარ გინდა ყოველ დღე დალევა
  8. დადიხარ ინგლისურზე და მაინც ვერ სწავლობ ამ ინგლისურს
  9. შენ გძნობ, რომ მეტის გაკეთება შეგიძლია და ვერ უკეთებ შენს თავს რეალიზებას
  10. ზიხარ სახლში უყურებ, როგორ ეთობიან სხვები და შენ ვერა
  11. მაგარი დაგრუზული ხარ და არ იცი რა ქნა
  12. გინდა იცხოვრო ბევრად უკეთესად
  13. გინდა გააკეთო სახლში რემონტი
  14. გინდა იყიდო მაგარი მანქანა
  15. დაიღალე ასეთი ცხოვრებით და გინდა აიხდინო ოცნებები

    ხოდა სცადე ბედი იქნებ მოიგო გრინ კარტის გათამაშება და წახვიდე ამერიკაში, იცხოვრო იქ და იმუშაო და აიხდინო ოცნებები. რა არის ამისთვის საჭირო ? წელიწადში ერთხელ შეავსო ხოლმე გრინ კარტის გათამაშების ანკეტა, შევსება უფასოა, არ გადაიხადო მაგაში ფული, ზოგს გონია რომ ეგ არის ფასიანი, ეგ არის უფასო. გრინ კარტის გათამაშება ტარდება წელიწადში ერთხელ, შევსება შეიძლება შემოდგომაზე, 1 თვის ვადას გაძლევენ, ნახეთ ხოლმე ეს ვებ გვერდი:
    http://dvlottery.state.gov - აქ ჩნდება ხოლმე ინფორმაცია, როდის იქნება გათამაშება ან თუ არის – ავსებთ იქ თქვენს ანკეტას. შევსება უფასოა, და ამის შევსება შეიძლება ერთხელ წელიწადში.
    მაგალითად შენ ჰყავს ცოლი და 3 შვილი (შვილები 21–თ წლამდე), ცოლი თუ ჰყავს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მოწერილი ხელი და უნდა ჰქონდეთ ქორწინების მოწმობა
    (თუ არ გაქვთ ხელი მოწერილი - არაუშავს, შეავსეთ ანკეტები, როგორც ცოლ-ქმარი და თუ მოიგებთ, მაშინ წადით და ეგრევე მოაწერეთ ხელი სანამ ანკეტებს გაგზავნით ამერიკაში - მოგების მერე ხომ აგზავნი ანკეტებს და მაშინ მოაწერ ხელს), მაშინ ითვლება, რომ შენ ჰყავს ცოლი, თუ არ გაქვს მოწერილი ხელი, წადი შენს ცოლთან ერთად სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სააგენტოში წაიღეთ პირადობის მოწმობები და ასევე წაიყვანეთ ორი სრულწლოვანი ადამიანი თავის პირადობის მოწმობებთან და ურიგოთ და უფასოდ იმ დღესვე აიღეთ ქორწინების მოწმობა, ნუ დაგეზარება, თუ გეზარება მაგის გაკეთება, მაშინ ნუ შეავსებ გრინ კარტის ანკეტას და ნუ წახვალ ამერიკაში, აქ თუ ასეთი პატარა საქმე გეზარება იქ საერთოდ არ ივარგებ. როცა ხელი გაქვს მოწერილი და გაქვს ქორწინების მოწმობა, მაშინ ანკეტას შენ ავსებ და შემდგომ ავსებს შენი ცოლის და ორმაგი შანსი გაქვთ მოგების, თუ რომელიმე იგებს – იგებთ ორივე.
    თავიდან ვის სახელზეც ივსება ანკეტა იმას მინიმუმ უნდა ჰქონდეს 11 კლასის ატესტატი, თუ აქვს დიპლომი მით უკეთესი, ანუ მინიმუმ 11 კლასის განათლება არის საჭირო ან 2–3 წელი უნდა ემუშავა ისეთ სამსახურში, რომელიც არის მისაღები ამერიკისთვის და უნდა ჰქონდეს სტაჟი.
    ანკეტებისთვის საჭიროა შენი, შენი მეუღლის და შვილების სურათები (შვილები, რომლებიც არიან 21 წლამდე, ვინც 21 წლის ზემოთ არის ის ცალკე ავსებს ანკეტას), პატარა შვილიც რომ ჰყავდეთ 1 წლის მაინც უნდა იმას სურათი, სურათი ყველას სჭირდება. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სურათის გადაღებას.
    სურათი სასურველია გადაიღო გარეთ – დღის შუქზე, ოთახში გადაღებული სურათი არ ვარგა, მოკლედ გაიტანე გარეთ გექნება თეთრი პროსტინა ან თეთრი დიდი ქაღალდი – მაგალითად შებრუნებული მსოფლიო რუქა და დააწეპე სადმე და მიდით და გადაუღე ყველას სურათები, თითოს გადაუღე 5–6 სურათი და მერე საუკეთესოს აირჩევ, პომადა არ წაისვათ, ოქროს ცეფები მოიხსენით, ბანტიკი მოიხსენით, ზაკოლკებიც მოიხსენით, საყურებიც მოიხსენით, სათვალეც მოიხსენით, წვერებში გადაღება შეიძლება, რას ჩაიცმევ მაგას აზრი არ აქვს, პიჯაკში იქნები თუ მაისურში აზრი არ აქვს, ქუდი არ უნდა გეხუროს, სურათები გადაიღე ვსპიშკის გარეშე და სურათში უნდა ჩანდეს თავი და ნახევარი ტანი, სურათს უკან ჩდილები არ შეიძლება ჰქონდეს, ფოტოშოპში და ეგეთ პროგრამებში არ შეიძება დამუშავება, მარტო მოჭრა შეიძლება 600–სი 600–ზე პიქსელზე. ამ ზომებში უნდა იყოს
    , ნახეთ აუცილებლად ეს პედეეფ ფაილი (Adobe PDF file), აქ არის ნაჩვენები როგორი უნდა იყოს სურათი. არ შეიძლება ფოტოშოპში ან სხვა პროგამებში დამუშავება, სურათში უნდა იყო უბრალო, ის რაც ხარ. ამ ზომებში უნდა იყოს სურათი:


    გადაუღე ყველას 5–6 სურათი და შემდგომ საუკეთესო აირჩიე, გადადი ამ ვებ გვერდზე:
    http://dvlottery.state.gov და შეავსე ანკეტა, მანამდე წაიკითხე ეს პირობები და ინფორმაცია, ანკეტას ავსებ ასეთ ნაირად, ჯერ ნახე ეს პედეეფ ფაილი (Adobe PDF file) აქ არის ანკეტის ნიმუში (ამ ანკეტას ავსებთ ინგლისურად, მარტო ინგლისური ასოებით), აქ: a. Last/Family Name ავსებ ინგლისურ ენაზე შენს გვარს (მაგალითად–წულუკიძე: Tsulukidze) (სანამ შეავსებ ნახე შენი ზაგრან პასპორტი, შენ თუ გრიშას გეძახიან და პასპორტში გიორგი ხარ მაშინ Giorgi უნდა ჩაწერო, ისე როგორც წერია ზაგრან პასპორტში, პასპორტი თუ არ გაქვს ნახე პირადობის მოწმობა და იმის მიხედვით შეავსე სახელი და გვარი, ასოები ინგლისურად არის: ხ–kh, ჭ,ჩ–ch, ძ–dz, j, ჟ–zh, ქ–k, თ–t, ,ც–ts, შ–sh, გ,ღ–g, ყ–k), მერე ავსებთ სახელს ამ ველში: b. First Name: აქ ჩაწერ შენს სრულს სახელს რაც გაქვს პასპორტში (მაგალითად-ხვიჩა: Khvicha), ამ ველს: c. Middle Name დატოვებთ ცარიელს, გაუკეთედ ქვემოთ – პტიჩკა–ნიშანი No Middle Name, ეს არ არის მამის სახელი, დატოვეთ ეს ველი ცარიელი.
    ქვემოთ 2. Birth Date, აირჩიეთ თქვენი დაბადების თარიღი, რაც ზაგრან პასპორტშია – დღე, თვე, წელი, გადაამოწმეთ კარგად.
    3. Gender – აქ არის სქესი,
    Male - არის კაცი, Female - არის ქალი, აირჩიეთ.
    4. City Where You Were Born – დაბადების ქალაქი.
    ჩაწერეთ ქალაქი სადაც დაიბადეთ, მარტო ქალაქი, თუ სოფელია მიეცით Birth City Unknown.
    5. Country Where You Were Born – სადაც დაიბადეთ ის ქვეყანა, საქართველო არის –
    Georgia
    6. Country of Eligibility for the DV Program -
    ამას არ ეხები, იყოს Yes-ზე, თუ დაიბადე საქართველოში.
    Photograph File Name – აირჩიე შენი სურათი, შენი სურათი უნდა იყოს ასეთი.
    8a. In Care Of – აქ ჩაწერე შენი სახელი და გვარი იგლისურად, მაგალითად (
    Irina Salukvadze)
    8b. Address Line 1 – აქ ჩაწერე შენი ქუჩა, სახლის ნომერი და ბინის ნომერი, მაგალითად (
    Chavchavadze street 30, flat 7)
    8c. Address Line 2 – აქ ჩაწერე შენი უბანი, სადარბაზოს ნომერი და სართული, მაგალითად (
    Vake, 1 sadarbazo, 4 sartuli)
    8d. City/Town
    - ქალაქი, მაგალითად (Tbilisi)
    8e. District/County/Province/State
    - აქ უბანი, ან უბრალოდ GE, მაგალითად (Vake)
    8f. Postal Code/Zip Code
    - საფოსტო ინდექსი, მაგალითად (0108), ან ნახეთ თქვენი ქუჩის მიხედვით აქ:
    http://www.georgianpost.ge/index.php?lang=geo&page=10
    8g. Country – აქ აირჩიეთ:
    Georgia
    9. Country Where You Live Today -
    ქვეყანა სადაც ცხოვრობ ახლა
    – აქ აირჩიეთ: Georgia
    10. Phone Number
    – შენი ტელეფონის ნომერი, მაგალითად: +99532-2-778899
    11. E-mail Address – შენი ელ. ფოსტა, რომელსაც იყენებ და რომელიც არ არის მკვდარი, სასურველია იყოს
    @yahoo.com ან @gmail.com , თუ არ გაქვს დარეგისტრირდი და აიღე ელ. ფოსტა: www.gmail.com - ზე.
    High School degree – მინიმუმ ეს 11 კლასის ატესტატი უნდა ჰქონდეს, თუ არ გაქვს მაშინ დიპლომი მაინც უნდა ჰქონდეს: University Degree, Doctorate Degree – ეს არის დოქტორის დიპლომი. თუ არ გაქვს მაშინ http://online.onetcenter.org/ – ამ პროფესიის მფლობელი უნდა იყო და უნდა იყო ამ პროფესიით ნამუშევარი 2–3 წელი და შესაბამისი საბუთი – მაგალითად შრომის წიგნაკი.
    ქვემოთ არის ეს: Unmarried – არ ვარ დაქორწინებული, ანუ არ მაქვს ქორწინების მოწმობა.
    Married – დაქორწინებული ვარ და მაქვს ქორწინების მოწმობა.
    Divorced – დავშორდი და მაქვს განქორწინების მოწმობა ან მექნება.
    Widowed – ქვრივი ვარ, ანუ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მაშინ მომავალში უნდა აიღო მეუღლის გარდაცვალების მოწმობა.
    Number of Children – არ უნდა ჩაწერი რამდენი შვილი ჰყავს, რომლების ასაკი არის 21 წლამდე, ანუ შვილის, რომლის ასაკია მაქსიმუმ 20 წელი. თუ ასეთი შვილი ჰყავს 3–მი მაშინ ჩაწერე იქ: 3, თუ არ ჰყავს ასეთი მაშინ ჩაწერე: 0
    მერე დააჭერ ღილაკ: Continue და შემდგომ უვსებ ანკეტას მეუღლეს, შემდგომ შვილებს, და ბოლოს როცა ანკეტას შეავსებ გამოვა ასეთი მონაცემები:
    Success! Printer friendly version
    Your entry for the 2012 Diversity Visa Lottery Program Lottery Entry Form was received on Monday, October 18,
    2010 at 10:23:24 AM EDT. Please do not close this window until you have printed this confirmation page or made a
    record of your Confirmation Number.

    Entrant Name:
    Kapanadze, Zura
    Confirmation Number: 201221O3
    XPINBOLG
    Year of Birth: 19
    75
    და კიდევ DIGITAL CODE

    ანუ ანკეტა შევსებულია, აუცილებლად ეს მწვანე კოდი და ნომრები ამობეჭდეთ და მონიშნეთ და
    CTRL+C დააკოპირეთ და გაგზავნეთ CTRL+V თქვენს ემაილზე და იქაც დამატებით შეინახეთ, თუ თქვენ ეს არ შეინახეთ, ვერ გაიგებთ მოიგეთ თუ არა გრინ კარტის გათამაშება, იმიტომ რომ "პირველი საბუთების პაკეტი აღარ მოვა თქვენთან", ანუ შემდეგ წელს 2 მაისის მერე თქვენ ამ კოდით შეამოწმებთ მოიგეთ თუ არა ამ ვებ გვერდზე:
    http://www.dvlottery.state.gov/ESC/
    ანკეტას როცა შეავსებთ ეს კოდი შეინახეთ ბევრ ადგილას, ბევრჯერ ამოწერეთ ეს ფურცელზე, არ დაკარგოთ ეგ კოდი (
    Confirmation Number: ასეთი ტიპის არის: 201221O3XPINBOLG), რაც არის მწვანე ფრად, საჭიროა, იმიტომ რომ აღარ მოდის შეტყობინების წერილი, რომ თქვენ მოიგეთ გრინ კარტის გათამაშება, შენ თვითონ უნდა გაიგო აქედან: http://www.dvlottery.state.gov/ESC/
    შენ შეავსე ანკეტან და მეტი იმ წელს აღარ შეავსო, შენ ავსებ ანკეტას წელიწადში ერთხელ, შემოდგომის პერიოდში, შევსება უფასოა.
    ახლა ამ ანკეტას ავსებს შენი ცოლი, ჩაწერს ჯერ თავის მონაცემებს, მეორე გვერდზე ჩაწერს შენს მონაცემებს და მერე შვილების.
    ანუ თქვენ ვისაც მეორე ნახევარი ჰყავთ და გაქვს ქორწინების მოწმობა გაქვს ორმაგი შანსი მოიგოთ გრინ კარტი, იმიტომ რომ ჯერ ავსებს ქმარი თავის მონაცემებს + ჩასვამს ანკეტაში თავის ცოლს და შვილებს და მერე თავიდან ავსებს ცოლი და ანკეტაში ჩასვამს ქმარს და შვილებს, ანუ თქვენ გექნებათ ორი ეს მონაცემი:

    Entrant Name: Kapanadze, Zura
    Confirmation Number: 201221O3
    XPINBOLG
    Year of Birth: 19
    75
    და კიდევ DIGITAL CODE

    და

    Entrant Name: Kapanadze, Irina
    Confirmation Number: 201221O3
    XPINBZIU
    Year of Birth: 19
    77
    და კიდევ DIGITAL CODE

    ამ ორ მონაცემებს ამოწმებ შემდეგი წლის 2 მაისის მერე ამ გვერდზე, მოიგე თუ არა:
    http://www.dvlottery.state.gov/ESC/ 
    თუ ქმარმა მოიგო მაშინ ცოლი და შვილებიც მიდიან ამერიკაში, თუ ცოლმა მოიგო მაშინ ქმარიც და შვილებიც მიდიან ამერიკაში.
    თქვენი ოჯახის სურათები და ინფორმაცია შეინახეთ კომპიუტერში და ყოველ წელს შეავსეთ მერე, იგივე სურათები გამოდგება და თქვენი ინფორმაცია იქნება კიდევ იგივე: გვარი, სახელი, დაბ. წელი, ქალაქი, მისამართი, ტელეფონი, დიპლომი, ოჯახური სტატუსი და ასე შემდეგ, ვორდის ფაილში შეინახეთ, სურათებიც შეინახეთ საქაღალდეში და ყოველ წელს შეავსეთ ეს მონაცემები ამ საიტზე:
    http://www.dvlottery.state.gov/ESC/

    სიტყვაზე შეამოწმე შენი კონფირმატიონ ნომერი და მოიგე, მაშინ უნდა მიხვიდე: თბილისი, ლესელიძის ქუჩა 4–ში იქ არის ქალბატონი ნანა, რომელიც კარგად შეგივსებს საბუთებს ამერიკაში გასაგზავნათ, ქალბატონი ნანა ჯაფარიძე–ს ტელეფონია:
    593-152152, ლესელიძეზე თუ არ იყო, საღამოს შეგიძლიათ ნახოთ სახლში და ანკეტებს შეგივსებთ: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, 6 კვარტალი, კორპუსი 28. ბინა 54, ელ. ფოსტა: nana.office[ემაილის ნიშანი]mail.ru
    ელ. ფოსტაში ამ ნიშანის – [ემაილის ნიშანი] მაგივრად ჩაწერეთ ეს – @
    ნანა შეგივსებთ ანკეტებს – მიცემთ მას
    50 ლარს, და ამ საბუთებს გაგზავნით FEDEX–ით ამერიკაში ამ მისამართზე:

    გაგზავნით ამ საბუთებს და თქვენს ორ–ორ სურათებს (5–5ზე სანტიმეტრი, ფოტოს ტიპი უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის ზემოთ) ფედექსით –
    http://fedex.com/ge/contact/ , ფედექსი არის ამ მისამართზე: თბილისი, ავლაბარი, ქეთევან წამებულის გამზირი 39, ეს არის შერატონ მეტეხი–ს წინ, ტელეფონი: (+995 32) 274-86-44, 274-82-40, 274-89-40, ფედექსში გადაიხდით 100 ლარამდე (ახლა იტყვი სად მაქვს მაგის 100 ლარი, თუ არ გაქვს მაგის 100 ლარი, რას მიდიხარ ამერიკაში დაეტიე საქართველოში), მოგცემენ ტრეკინგ კოდს და ამ კოდით შეამოწმებთ მივიდა თუ არა თქვენი საბუთები და ფოტოები ადგილზე, ტრეკინგ კოდი შეიყვანეთ აქ: http://www.fedex.com/Tracking?cntry_code=ge
    როცა ჩავა საბუთები ადგილზე, მერე უნდა ელოდო, როცა მოგწერენ წერილს და იქ იქნება მითითებული როდის გექნება ინტერვიუ ამერიკის საკონსულოში თბილისში
    (ეს ინფორმაცია - იქნება ამ საიტზეც http://www.dvlottery.state.gov/ESC/  შეიყვანე შენი კოდი და იქ დაიწერება როდის გაქვს გასაუბრება საკონსულოში) http://georgian.georgia.usembassy.gov/dv.geo.html მისამართი: თბილისი, ბალანჩინის 11, ტელ. 2-277724, http://www.facebook.com/tbilisi.usembassy
    გასაუბრება–ინტერვიუ შეიძლება იყოს მოგებიდან 4–10 თვეში, თქვენ გაქვთ მინიჭებული ნომერი, ნომერი არის ასეტი ტიპის:
    2011EU00014434, ანუ 2011 არის წელი, რომელ წელსაც თქვე უნდა ჩახვიდეთ ამერიკაში, ანუ DV-2011–ის გათამაშება, ანუ ამის მონაცემები თქვენ შეავსეთ 2009 წელს, 2010–ში თქვენ გაიგეთ, რომ მოიგეთ და 2011–ში მიდიხართ ამერიკაშ, მერე მიდის EU, ანუ ეს EU არის კონტიკენეტი ანუ – ევროპა, ჩვენ მივეკუთნებით ევროპას, მერე მიდის შენი ნომერი: 00014434, ანუ 14434, იმისათვის რომ არ ელოდო მეორე წერილის მოსვლას ან შეიძლება ეგ საერთოდ არ მოვა და გაიგო რომელ თვეს გაქვს გასაუბრება უნდა შეხვიდე ხოლმე ამ საიტზე:
    http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html – ეს არის ვიზა ბულეტენის საიტი (Visa Bulletin)  - ძებნა გუგლში, ნახეთ ეს ბმული
    ან ამ ვებ საიტზე:
    http://www.greencard.by/ , ვიზა ბულეტენის საიტზე: http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html ყოველ თვე ქვეყნდება ნომრები და ამ ნომრების მიხედვით მიხვდები როდის გაქვს გასაუბრება, მაგალითად შედიხარ აქ: This month's visa bulletin: January 2011, http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_5212.html ამ გვერდზე თქვენ ნახავთ ამ ინფორმაციას:

    For January, immigrant numbers in the DV category are available to qualified DV-2011 applicants chargeable to all regions/eligible countries as follows. When an allocation cut-off number is shown, visas are available only for applicants with DV regional lottery rank numbers BELOW the specified allocation cut-off number:

    Region All DV Chargeability Areas Except Those Listed Separately  
    AFRICA 20,900 Except: Egypt 16,000
    Ethiopia 13,200
    Nigeria 12,100
    ASIA 13,300  
    EUROPE 15,400  
    NORTH AMERICA (BAHAMAS) 6  
    OCEANIA 775  
    SOUTH AMERICA, and the CARIBBEAN 900  

    For February (თებერვალი), immigrant numbers in the DV category are available to qualified DV-2011 applicants chargeable to all regions/eligible countries as follows. When an allocation cut-off number is shown, visas are available only for applicants with DV regional lottery rank numbers BELOW the specified allocation cut-off number:

    Region All DV Chargeability Areas Except Those Listed Separately  
    AFRICA 26,100 Except: Egypt 20,200
    Ethiopia 15,000
    Nigeria 12,100
    ASIA 14,850  
    EUROPE 17,600  ევროპის ნომერი
    NORTH AMERICA (BAHAMAS) 7  
    OCEANIA 810  
    SOUTH AMERICA, and the CARIBBEAN 900  

    ანუ მიხვდებით რომ 2011 წლის თებერვალში გასაუბრებაზე გადიან (დააკვირთიდ ზემოთ წითელ მონაცემებს) ისინი ვისაც აქვს მოგებული DV-2011 და ვისაც აქვს  2011EU00015400 დან  2011EU00017600–მდე, ანუ ნომრები 15400–დან 17600–მდე, და თქვენ გახვალთ ინტერვიუზე ამერიკის საკონსულოში თბილისში 2011 წლის თებერვალში, თუ თქვენი ნომერი მეტია, მაშინ დაელოდეთ როცა გამოქვეყნდება თქვენი ნომრების დიპაზონი. აქ არის წინა წლების კოფირმატიონ (კონფირმეიშენ) ნომრების მოძრაობა, იხილეთ ეს ბმული
    როგორ უნდა გავიგოთ რომელ დღეს გიწევს გასაუბრება საკონსულოში, თქვენ უნდა მიწეროთ ემაილიდან ამ ემაილზე: kccdv@state.gov  ასეთი ტექსი თქვენი მონაცემებით
    (სადაც მონიშნულია წითლად, თქვენ უნდა შეავსოთ თქვენი მონაცემებით, კოდი, გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი):

    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    წერილის სათაურში–
    Subject: Case number date interview

    წერილის ტექსტი:

    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    Dear Sir/Madam,

    I am a green card lottery winner.

    I don’t know date of my interview. Please send me date of the interview in US Consulate in Tbilisi on this e-mail
    .

    My confirmation number is: 201XEU000XXXXX
    My family name is: Kapanadze
    My first name is: Giorgi

    My date of birth is: June 25, 1985

    My country of birth: Georgia (Republic of Georgia, Tbilisi)

     

    Thank you.

    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
    ან კითხავთ რა ხთება თქვენს საქმესთან დაკავშირებით:
    წერილი ასეთია:

    წერილის სათაურში–Subject: status of my case

    წერილის ტექსტი:

    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    Dear Sir/Madam,

    I am a green card lottery winner.

    Please inform me about status of my case. 


    My confirmation number is: 201XEU000XXXXX
    My family name is: Kapanadze
    My first name is: Giorgi

    My date of birth is: June 25, 1985

    My country of birth: Georgia (Republic of Georgia, Tbilisi)

     

    Thank you.

    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    მოგწერენ თქვენ პასუხს 2–3 დღეში, რომელ დღეს გიწევთ გასაუბრება მერე დარეკავთ ამერიკის საკონსულოში (საიმიგრაციო განყოფილებაში) თბილისში ამ ნომერზე 2-277724 და კითხავთ, რომელ საათზე უნდა მიხვიდეთ იქ, ეტყვით სახელს და გვარს.
    ინტერვიუს გადადებაზეც უნდა მიწეროთ კენტუკის ცენტრს ამ ემაილზე:
    kccdv@state.gov , ყველა მაგდაგვარ საკითხებზეც, ემაილში აუცილებლად მიუთითედ თქვენი კონფირმატიონ ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი და მერე შეგიძლიათ მიწეროთ დანარჩენი, თორემ ისე არც განიხილავენ. კენტუკი თუ გამოგიგზავნით პასუხს – ამობეჭდეთ და მიიტანეთ გასაუბრებაზე ამერიკის საკონსულოში.

    იბადება კითხვები, აუ იქნებ არ გამიშვან ან ვიზა არ მომცენ, ვიზას მოგცემენ თუ შენ საბუთები წესრიგში გაქვს, თუ შენ (ვინც მოიგო) მინიმუმ გაქვს 11 კლასის განათლება და მისი ატესტატი, თუ დიპლომი გაქვს მით უკეთესი. თუ ყველაფერი რიგზეა გაგიშვებენ, ისე არ გიშვებენ, ჩვენს საკონსულოში როცა გადიხარ სხვა ვიზის მისაღებათ შენ არ გიშვებენ ანუ ვინც მიმართავს 95% საქართველოს მოქალაქეს სხვა ვიზას არ აძლევენ და მაგალითად მოსკოვში 95% რუსეთის მოქალაქეს ვისაც ამერიკის ვიზა უნდა იმათ აძლევენ, ხოდა ამერიკას რომ კითხო მათვის რუსეთი მტერია და საქართველო მეგობარია, აქედანაც ჩანს რომ ჩვენ ამერიკას 100 წელი არ ვჭირდებით, მაგრამ გრინ კარტას თუ იგებ შენ შეგიძლია ამერიკაში წახვიდე და მაგის ვიზას მოგცემენ, ანუ მოგცემენ საიმიგრაციო ვიზას. არის სხვა მეთოდებიც ამერიკაში წასვლის, ზოგი საუბრობს რომ ზოგი 50.000 დოლარსაც იხდის ოღონდ ამერიკაში მოხდეს, შეიძლება ამ ადამიანს ჰყავდეს დედა ან მამა რუსეთში და მათ ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეობა, ან რუსეთში ჰქონდეს დამთავრებული უმაღლესი განათლება 2002 წლის მერე, მაშინ ამ ადამიანს შეუძლია მარტივად თბილისში მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა, მერე ჩავიდეს მოსკოვში გააკეთოს მარტივად შიდა რუსული პასპორტი და მერე მარტივად აიღოს ამერიკის საკონსულოში მოსკოვში ამერიკული ვიზა, იმიტომ რომ 95% რუსეთის მოქალაქეს ამერიკის ვიზა აძლევენ და არანაირი 50.000 დოლარი არ დაჯდება ამერიკაში წასვლა.
    ან შეიძლება თქვენ ჰყავდეს წინაპარი ეროვნებით ბელორუსი და მიიღოთ ბელორუსიის მოქალაქეობა ან მიიღოთ მარტივად ყაზახეთის და ყირგიზეთის მოქალაქეობა, სიტყვაზე მიიღეთ მარტივად ბელორუსიის, ყაზახეთის ან ყირგიზეთის მოქალაქეობა შემდგომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობა რუსეთში და ამის მერე მიიღოთ მოსკოვში ამერიკის ვიზა და წახვიდეთ ამერიკაში.
    შეიძლება თქვე ჰყავთ ბებია ან ბაბუა ან მამა ან დედა ან ძმა ან დაიკო ან შვილი ან შვილიშვილი, რომელიც ცხოვრობდა ან დაიბადა უკრაინაში 24 აგვისტოს 1991 წლამდე – მაშინ თქვენ მარტივად მიიღებთ უკრაინის მოქალაქეობას და მიმართავთ ამერიკის საკონსულოს კიევში და წახვალთ ამერიკაში, თუ არ გაქვს ბებიის ან ბაბუის დაბადების მოწმობა ან სხვა საბუთი, რომელიც ამტკიცებს რომ ეს არის შენი ბაბუა ან ბებია ან ახლო ნათესავი და ის დაიბადა უკრაინაში, შეგიძლია გამოითხოვო უკრაინიდან ან სხვა ქვეყნიდან თბილისში, ეს ამერიკა მარტო საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს ტურისტულ და სასტუმრო ვიზებს – ჩვენი მეგობრები არიან ვითომ, მაგრამ გრინ კარტის–საიმიგრაციო ვიზებს იძლევიან.

    მოკლედ გრინ კარტაზე გასაუბრებაზე უნდა მიიტანოთ შემდეგი საბუთები (ყველა საბუთი უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ასევე ამ საბუთის ბეჭდებიც, სახელი და გვარი უნდა ემთხვევოდეს პასპორტში მითითებულ სახელ და გვარს და უნდა იყოს ქართული ნოტარიუსის მიერ დამოწმებული თარგმანი), საჭიროა ყველასი ვინც გადის გასაუბრებაზე მისი:
    1. (ეს არ არის საჭირო) პირადობის მოწმობა + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
    2. ახალი ბიომეტრიული პასპორტები, მოქმედი ვადით + 2 წელი მინიმუმ + მისი ქსეროასლი ასლი
    3. დაბადების მოწმობები + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება) (აიღეთ ახალი დაბადების მოწმობა -
    www.cra.gov.ge -სამოქალაქო რეესტრში, ახალი მოწმობა ჯობია)
    4. ქორწინების მოწმობა – თუ ცოლი ჰყავს, თუ გაშორდი – განქორწინების მოწმობა + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
    5. (ეს არ არის საჭირო) ბიჭისთვის სამხედრო ბილეთი ან ცნობა რომ სამხედრო ვალდებული არ ხარ (18 წლის ზემოთ) + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
    6. ვინც მოიგო – იმის 11 კლასის ატესტატი ან დიპლომი, ან ორივე – ჯობია + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
    7. ნასამართლეობის ცნობა 2–3 კვირის ცნობა, აიღეთ თბილისში, ქავთარაძის 5–ში, შსს–ში (16 წლის ზემოთ), ასევე ეს ცნობა იმ ქვეყნიდან სადაც ცხოვრობდით 6–ზე თვეზე მეტი 16 წლის შემდეგ, აიღეთ ამ ქვეყნების საელჩოებში + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
    8. საჭიროა ასევე ჰქონდეთ ცნობა რომ თქვენ გაქვთ უძრავი ან მოძრავი–ავტომობილი ქონება, სასურველია დადოთ ბანკში 3.000 ან 4.000 დოლარი და აიღოთ ბანკის ცნობა, რომ თქვენ გიდევთ ეს თანხა საბანკო ანგარიშზე, ვიზას როცა მიიღებთ მერე ეს თანხა მოხსენით, იმ ცნობაში მიუთითონ შენი სახელი, გვარი და შენი პირადი ნომერი, ასევე შეგიძლია, ვისთანაც მიდიხარ ამერიკაში იმას გამოაგზავნინო ეს შევსებული ანკეტა –
    Affidavit of Support - http://www.immihelp.com/visitor-visa/sample-i-134-affidavit-of-support-form.pdf , http://www.visapro.com/Download/INS-Form-I-134.pdf  ან იქ სამსახური თუ გელოდებათ ეს გამოგიგზავნონ – Job Offer, სასურველია საბანკო ანგარიშზე თანხა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომ შენს სახელზეა ბინა ან ურავი ან მოძრავი ქონება + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
    ამ საბუთების ჩამონათვალი ნახეთ ამ ვებ გვერდზე:
    http://www.greencard.by/lottery/interview/
    8. წერილი (რომელშიც წერია რომ გიბარებენ გასაუბრებაზე) კენტუკის ცენტრიდან.

    სანამ თქვენ გახვალთ გასაუბრებაზე თქვენ უნდა გაიაროთ სამედიცინო შემოწმება, ყველა ვინც გადის გასაუბრებაზე და იღებს საიმიგრაციო ვიზას, ის გადის სამედიცინო შემოწმებას თბილისში, არაყიშვილის 2–ში, კლინიკა ციტო, დარეკეთ ამ ნომერზე ტელ. 2-251948 და დაგიბარებენ, 2 საათი შემოწმება არის, იმედია არ გაქვს შიდში, ტუბერკულოზი და სიფილისი. ამ სამედიცინო შემოწმების რეზულტატები წავა პირდაპირ ამერიკის საკონსულოში თბილისში. შემოწმება მგონი ჯდება 150–200 დოლარი თითო ადამიანის.

    როცა გექნება ყველა საბუთი წესრიგში დარეკე ამერიკის საკონსულოში ამ ნომერზე (2–4 დღით ადრე): 2-277724 , უთხარით თქვენი სახელი და გვარი და დაგიბარებენ გასაუბრებამდე და მიუტანეთ ყველა საჭირო საბუთი, ასევე აუცილებელია თქვენ ჰქონდეთ იმ პიროვნების (გრინ კარტის ან ამერიკის მოქალაქის) ვისთანაც თქვენ ჩადიხართ ამერიკაში იმის ზუსტი: სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი. ეს ყველაფერი დაუტოვეთ საკონსულოში და მერე დანიშნულ დღეს მიდით ვიზის თანხით (830 დოლარი) ინტერვიუზე საკონსულოში (ანუ საბუთები მანამდეც შეგიძლიათ დაუტოვოთ ამერიკის საკონსულოს – გასაუბრებამდე), ვისთანაც ჩადიხართ ამერიკაში იმის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი აუცილებელია.

    როცა გახვალ საკონსულოში გასაუბრებაზე შენ უნდა გადაიხადო თითო ადამიანის 820–850 დოლარი ვიზის თანხის, გახვალ გასაუბრებაზე არ ინერვიულო იმიტომ რომ ვიზის მიღების შანსია 99,9999% პროცენტი მიიტან შენს საბუთებს + ორიგინალებს, მერე დადებ იქვე ხელაწეული ფიცს, რომ ამერიკის პატრიოტი იქნები და საბუთებიც სწორია და რთულ დღეს გვერდში დაუდგები და გეტყვიან რომ გამოგიგზავნიან პასპორტს სახლის მისამართზე თავის 6 თვიან ვიზით, აუცილებლად უნდა უთხრა თენქ იოუ, ანუ ინგლისურად მადლობა. ისე ინგლისურის ცოდნა არ არის აუცილებელი, მაგრამ მაინც ცოტა იმეცადინეთ – ელემენტარული

    მოგივათ მერე პასპორტები ამერიკული ვიზებით სახლში, მერე საღამოს დაურეკე ნათესავებს დაუძახე მეზობლებს ასევე დამირეკე მეც და ავღნიშნოთ შენი გამგზავრება ამერიკაში, იყიდე მერე ავიაბილეთი და წადით
    (ავია ბილეთი იაფად შეგიძლია იყიდო აქ: www.airlines.ge ), მგონი იქ რაღაცას გაგატანენ და იმას მიიტანთ იქ ამერიკაში იმათ საპასპორტოში და 2–4 კვირაში მოგცემენ ამ გრინ კარტებს, ამ გრინ კარტებით თქვენ შეგიძლიათ იაროთ ამერიკაში უვიზოთ, იყოთ იქ რამდენი ხანიც გინდათ, იმუშაოთ, აიღოთ დაბალ პროცენტიანი კრედიტი, უფასო სამედიცინო დაზღვევა, მინიმუმ ამერიკაში უნდა იყოთ 6 თვე ერთი წლის განმავლობაში, რომ გრინ კარტა არ გაუქმდეს, 5 წელი როცა იცხოვრებ ასე ამ გრინ კარტით მერე შეგიძლია გახდე ამერიკის მოქალაქე, ანუ აიღო ამერიკის მოქალაქეობა.
    მე მგონი არაფერი არ გამომჩა, მგონი ყველანაირად აგიღწერეთ, რა და როგორ უნდა გააკეთოდ.

    გისურვებთ წარმატებებს

    დამატებითი ინფორმაცია:
    1. თუ ხარ ნარკომანი ან გაქვს ტუბერკულიოზი, სიფილისი და პსიქიურად ვერ ხარ – არ გაგიშვებენ ამერიკაში.
    2. ანკეტები ჯობია შეავსებინო მაგ საქმის პროფესიონალს, ქალბატონ ნანა–ს, შენ რამე შეგეშლება ანკეტაში და კარგად იყავი ამერიკა.
    3. საკონსულოში ფიცს გადებინებენ – რომ რაც ანკეტებშია, ყველაფერი არის სიმართლე.
    4. თუ შენ მოიგე და შენთან ერთად ცოლმა, და ცოლს არ უნდა წამოსვლა, გადი გასაუბრებაზე მარტო შენ.
    5. თუ გაქვს მძიმე დანაშაული ჩადენილი – მაგ. მკვლელობა, ყაჩაღობა და ასე შემდეგ, 15 წელი არ გაგიშვებენ ამერიკაში ამ ვიზით. 15 წელი უნდა გავიდეს, არ ვიცი ეს თუ ჩანს ნასამართლეობის ცნობაში – ეს ინფორმაცია, მაგდენი არ ვიცი.
    6. თუ ხარ ნამყოფი რომელიმე ქვეყანაში 6 თვეზე მეტი – უნდა მიუტანო იმ ქვეყნიდან ნასამართლეობის ცნობა, მიდი ამ ქვეყნი საკონსულოში და მოგცემს მაგის ცნობას.
    7. ნასამართლეობის ცნობას იღებ ქავთარაძის 5–ში, 1 კვირაში მოგცემენ უფასოდ, ვადა აქვს 2 კვირა, გასაუბრებამდე აიღე 3 კვირით ადრე.
    8. ფინანსური მხარდაჭერა უნდა ჰქოდეს – დადე ერთი 2–5 ათასი დოლარი ბანკში და აიღე ცნობა.
    9. უნდა ჰქონდეს სამხედრო ბილეთი ან მაგვარი საბუთი.
    10. უნდა ჰქონდეს სკოლის 11 კლასის ატესტატი ან დიპლომი.
    11. დაბადების მოწმობა თუ გაქვს ძველი აიღე ახალი – მიდი სამოქალაქო რეესტრში "ჩვენს საპასპორტოში" და აიღე ახალი დაბადების მოწმობა 3 ლარად (თუ ხარ საქართველოში დაბადებული).
    12. მიუტანე ასევე შენი მიმოწერა კენტუკის ცენტრთან.
    13. საკონსულოში აგიღებენ თითების ანაბეჭდებს და შეგამოწმებენ – დააშავე თუ არა რამე ამერიკაში.
    14. ამერიკის მოქალაქე შეგიძლია გახდე თუ ჩაეწერები მათ ჯარში, თუ წახვალ 6 თვე ამერიკის ჯარში.
    15. 5 წელიწადში აიღებ – ამერიკის მოქალაქოეობას, 6 თვეში თუ ამერიკის ჯარში წახვალ.
    16. წელიდადში 6 თვე მაინც უნდა გაჩერდე ამერიკაში ყოველ წელს გრინ კარტით.
    17. არ გაბედოთ ფიქტიური ქორწინების გაკეთება ვინმესთან, იმის გამო რომ ვინმე ამერიკაში გაიყოლოთ, დაკარგავ ფულს და ამერიკას ვერ ნახავ სიზმარშიც ვერასდროს.
    18. როცა შენ შეავსე ანკეტა გრინ–კარტაზე (და მაგ მომენტში არ ჰყავდა ცოლი/ქმარი), მერე მოიგე გრინ კარტის გათამაშება და მერე მოიყვანე/გაყევი ცოლი/ქმარი, მაინც ჯობია რომ გახვიდე მარტო, ანუ ცოლი/ქმარი არ გაიყოლო გასაუბრებაზე, ვერც ერთი ვერ მიიღებთ გრინ კარტს, ჯობია აიღო შენ გრინ კარტი და მერე წაიყვანო ცოლი/ქმარი.
    19. გასაუბრებაზე გადით ცოტა მოწესრიგებული, ნორმალურად ჩაცმული.
    20. გასაუბრებამდე სასურველია მიხვიდე და გადაიღო რენტგენი ფილტვებზე და შეამოწმო შენი თავი გაქვს თუ არა ტუბერკულიოზი ან რამე ჩხირი, ასევე შეამოწმე შენი თავი სიფილისზე, ტუბერკულიოზე, კეთრი და შიდსზე, ჯობია იცოდე მანამდე სანამ გახვალ გასაუბრებაზე და გადაიხდი იქ – 830 დოლარს და მანამდე კიდევ 200 დოლარს სამედიცინოს ფულს.
    21. როგორც შეავსე ანკეტა და ვინც იყო იქ ჩაწერილი ისე გადით, არავინ დაამატოდ ახალი წევრი არც ცოლი/ქმარი.
    22. უნდა იცოდეთ იმის სახელი, გვარი, ზუსტი მისამარტი, ტელეფონი, ვისთანაც ჩადიხართ ამერიკაში (ამერიკის მოქალაქე ან გრინ კარგის მფლობელი).
    23. უვიზოდ ივლი ამერიკაში და კანადაში, ევროპაში გრინ კარტით ვერ ივლი უვიზოთ, შენგენის ვიზა გინდა.
    24. ამერიკული პასპორტით ყველგან ივლი ევროპაშიც უვიზოთ.
    25. როცა გაქვს გრინ კარტი შეგიძლია წაიყვანო ამერიკაში – ცოლი/ქმარი.
    26. როცა გახდები ამერიკის მოქალაქე შეგიძლია ამერიკაში წაიყვანო – ძმა, დაიკო, მამა, დედა და მგონი პატარა შვილებიც.
    27. ამერიკის მოქალაქეობას როცა აიღებ და გექნება ამერიკული პასპორტი – სხვა ქვეყნის პასპორტი არ უნდა გამოიყენო ამერიკის ტერიტორიაზე, ორმაგ მოქალაქეობას ამერიკა არ გიშლის.
    28. აუცილებლად უნდა გადაიხადო იქ ნალოგები–გადასახადები გრინ კარტიც რომ ჰქონდეს.
    29. ერიდეთ ღამე იქ ბოდიალს ქუჩაში და შარს პოლიციასთან და არაფერი დაარღვიოთ, არაფერი მოწიოთ, არ დაბოლდეთ, არ გაიკეთოდ, არ ილოთაო, თორემ გამოგაგდებენ ამერიკიდან.
    30. არ გაყვე ვინმე ნაშებს, არ დააჭერინო თავი პოლიციას – მაგას ყველაფერს უყურებენ.
    31. თუ გადახვალ სხვა ადგილზე საცხოვრებლად – აცნობე ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს.
    32. ნუ იბლატავებ იქ და ნუ დაიწყებ იქ ძველბიჭობას, წყნარად იყავი – თორემ გაგადებენ ამერიკიდან, არავინ არ გაბლატავებს იქ.
    33. შეგიძლია იქ ამერიკაში იარო უფასო ინგლისური ენების კურსებზე.
    34. შეგიძლია იქ ამერიკაში აიყვანო ადვოკატი, ის დაგეხმარება იურიდიულ საკითხებში.
    35. შეგიძლია გააკეთო ამერიკაში უფასო სამედიცინო დაზღვევა, დაზღვევა თუ არ გაქვს ცუდია მაგარი.
    36. შეგიძლია იმუშაო კანადაშიც.
    37. ამერიკაში როცა გაიქაჩები და გახდები მდიდარი – არ დაგავიწყდეს რომ შენ ხარ იქ ჩასული ღარიბი და ღატაკი ქვეყნიდან და შენი ვალია დაეხმარო შენს ახლობლებს, რომლებიც არიან ოკეანის მეორე მხარეს, დაეხმარე მათ თანხით და იმით, თუ ვინმე მოიგებს გრინ კარტას შეიფარე დროებით შენ და ნუ გახდები იქ ძუნწი და ღორი და გონება დაბნელებული, გახსოვდეს შენიანები, შენი ხალხი და შენი ქვეყანა, თორემ ბევრმა იცით წახვალ და დაიკიდებთ ყველაფერს და ყველას – ნუ დახამდები.
    38. იცოდე ამერიკაში როცა ჩახვალ პირველად გაგიჭირდება – მერე აღარა, არ ჰქონდეს იქ ვინმეს იმედი, იქ არავინ არ დაგეხმარება, არც ახლო ნათესავი და არც ბავშობის ძმაკაცი, ელოდე გვერდში ამოდგომას იმისგან ვისგანაც უფრო არ ელოდები.
    39. ნუ დაიჭერ საქმეს გზააბნეულ ხალხთან იქ.
    40. გახსოვდეს შენი მამული, ენა და სარწმუნოება–მართლმადიდებლობა, გაგიჭირდება იქ – ილოცე.
    41. გასაუბრების შემდგომ, თქვენ თქვენს მისამართზე მოგიტანებენ თქვენს ამერიკის ვიზიან პასპორტს 2–10 დღეში, ვიზა იქნება 6 თვიანი, DHL–ის ფოსტით გამოგიგზვნიან, ასევე პასპორტთან ერთად იქნება საბუთების–პაკეტი, რომელიც არ უნდა გახსნათ !!! არ გახსნათ ეგ პაკეტი, ეგ პაკეტი უნდა გახსნან ამერიკაში საიმიგრაციო სამსახურში !!! არ გახსნათ არავითარ შემთხვევაში.
    42. გრინ კარტის აღება არ ნიშნავს იმას რომ შენ ამერიკაში მოგცემენ სახლს, ბინას, სამსახურს ან ფულს, გრინ კარტი არის იქ უვიზო ყოფნა და სიარული და მუშაობის უფლება, ასევე 5 წლის მერე შეგიძლია გახდე ამერიკის მოქალაქე.
    43. არ არის უცილებელი იცოდე ინგლისური ენა.
    44. გრინ კარტის გათამაშებაზე, როცა შეავსებ მონაცემებს მათ გათამაშების საიტზე, ბოლოს როცა შეავსებ გამოვა კოდი–ის კოდი შეინახე, თორემ ვერ გაიგებ მოიგებ თუ არა ამ გათამაშებას, უნდა შეამოწმო მერე ეს კოდი მაისის თვეში საიტზე და დაგიწერს მერე მოიგე თუ არა.
    45. აუცილებელია თქვენი სურათები იყოს შესაბამისი ნორმის და ზომების რაც არის მითითებული ზემოთ.

    თემა ეხება იმას ვინ შეუძლია წაიყვანოს გრინ კარტის მფლობელს საიმიგრაციო ვიზით ამერიკაში !!!

    • მოიგე და მიიღე უკვე ამერიკაში გრინ კარტი, შენ შეგიძლია წაიყვანო ამერიკაში შენი ცოლი/ქმარი (2 წელი არის რიგი ვიზაზე - ანუ 2 წელიწადში წაიყვანო) და შვილები (ნებისმიერი ასაკის) ოღონდ დაუქორწინებელი შვილები - ვისაც ხელი არ აქვს მოწერილი (შვილებზე საიმიგრაციო ვიზაზე არის - 7 წლიანი რიგი).
    • მაგალითი - ანუ ცოლზე შეიტანე საბუთები ამერიკაში - მის წაყვანაზე - 2011 წლის ნოემბერში შეიტანე საბუთები - საკონსულოში ვიზის მიღება მოუწევს - 2013 წელს, შვილებზე თუ შეიტანე 2011 წელს საბუთები - გასაუბრება მოუწევს საკონსულოში 2018 წელს და მაშინ მიიღებს საიმიგრაციო ვიზას, საიმიგრაციო ვიზას როცა მიიღებს ეს ადამიანები, როცა ჩავლენ ისინი ამერიკაში მათ მისცემენ - გრინ კარტებს.
    • როცა მიიღებ შენ გრინ კარტს ამერიკაში შენ 5 წელიწადში შეგიძლია გახდე ამერიკის მოქალაქე, ამერიკის მოქალაქეს შეუძლია წაიყვანოს ცოლი/ქმარი - 6-12 თვეში ამერიკაში საიმიგრაციო ვიზით და იქ მიიღებს გრინ კარტას, ამერიკის მოქალაქეს შეუძლია საიმიგრაციო ვიზით ამერიკაში წაიყვანოს - ცოლი/ქმარი, დაუქორწინებელი შვილები, დაქორწინებული შვილები, დედა, მამა და ასევე დაიკო და ძმა.
    • შენი რიგი, როგორ მიდის ჩანს ამ საიტზე:
      http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html , მაგალითად შედით აქ: Upcoming month's visa bulletin: December 2011 , ანუ 2011 წლის დეკემბერში მიიღებს საიმიგრაციო ვიზას საკონსულოში (ანუ გავა ამ თვეში საკონსულოში გასაუბრებაზე) - ქვემოთ ნახეთ კატეგორიები ამ გვერდზე:
      http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_5603.html

      First: (F1) Unmarried Sons and Daughters of U.S. Citizens: 23,400 plus any numbers not required for fourth preference. (ეს კატეგორია არის: ამერიკის მოქალაქის დაუქორწინებელი შვილები, გოგო და ბიჭი)

      Second: Spouses and Children, and Unmarried Sons and Daughters of Permanent
      Residents: 114,200, plus the number (if any) by which the worldwide family preference level exceeds 226,000, plus any unused first preference numbers:

      A. (F2A) Spouses and Children of Permanent Residents: 77% of the overall second preference limitation, of which 75% are exempt from the per-country limit; (ეს კატეგორია არის: გრინ კარტის მფლობელის ცოლი/ქმარი და მისი შვილები 21 წლამდე)

      B. (F2B) Unmarried Sons and Daughters (21 years of age or older) of Permanent Residents: 23% of the overall second preference limitation. (ეს კატეგორია არის: გრინ კარტის მფლობელის დაუქორწინებელი შვილები, ვისაც ხელი არ აქვს მოწერილი 21 წლის ზემოთ ასაკის)

      Third: (F3) Married Sons and Daughters of U.S. Citizens: 23,400, plus any numbers not required by first and second preferences. (ეს კატეგორია არის: ამერიკის მოქალაქის დაქორწინებული შვილები)

      Fourth: (F4) Brothers and Sisters of Adult U.S. Citizens: 65,000, plus any numbers not required by first three preferences. (ეს კატეგორია არის: ამერიკის მოქალაქის დაიკო და ძმა)


      On the chart below, the listing of a date for any class indicates that the class is oversubscribed (see paragraph 1); "C" means current, i.e., numbers are available for all qualified applicants; and "U" means unavailable, i.e., no numbers are available. (NOTE: Numbers are available only for applicants whose priority date is earlier than the cut-off date listed below.)
    • შენ თუ ჩააბარე მაგალითად საბუთები ფორმა I-130 (420$) საიტი - http://www.uscis.gov/portal/site/uscis/menuitem.5af9bb95919f35e66f614176543f6d1a/?vgnextoid=c67c7f9ded54d010VgnVCM10000048f3d6a1RCRD&vgnextchannel=db029c7755cb9010VgnVCM10000045f3d6a1RCRD  , http://www.uscis.gov/files/form/i-130.pdf , http://www.uscis.gov/files/form/i-130instr.pdf  ამ სამსახურში ამერიკაში - http://www.uscis.gov/portal/site/uscis იმისათვის, რომ წაიყვანოთ თქვენი ახლობელი, როცა ჩააბარებთ ამ საბუთებს - ის დღე ითვლება - ჩაბარების დღით და თქვენ აქ უყურებთ რიგს - მაგალითად გინდათ - გრინ კარტის მფლობელმა წაიყვანოს ცოლი/ქმარი (ეს კატეგორია იქნება: F2A - Spouses and Children of Permanent Residents: 77% of the overall second preference limitation, of which 75% are exempt from the per-country limit;) ამერიკაში - ჩააბარა მასზე ფორმა I-130 (http://www.uscis.gov/files/form/i-130.pdf) 25 ოქტომბერს 2011 წელს ამ სამსახურში USCIS.GOV, ამ საიტზე ნახეთ ბოლო თვე რაც არის ახლა - http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html  ,  მაგალითად ვნახეთ 2011 წლის დეკემბერი - http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_5603.html 
      აქ არის ცხრილი:

       
      Family-Sponsored All Chargeability Areas Except Those Listed (საქართველო) CHINA-mainland born INDIA MEXICO PHILIPPINES
      F1 01SEP04 01SEP04 01SEP04 08APR93 01MAR97
      F2A 22MAR09 22MAR09 22MAR09 08FEB09 22MAR09
      F2B 15AUG03 15AUG03 15AUG03 22NOV92 15AUG01
      F3 08OCT01 08OCT01 08OCT01 15DEC92 08JUL92
      F4 15JUL00 15JUL00 15JUL00 01MAY96 08SEP88

      თქვენ ნახეთ თქვენი კატეგორია - F2A - 22MAR09 , ანუ ეს ნიშნავს იმას რომ 2011 წლის დეკემბერში მიიღებს საკონსულოში საიმიგრაციო ვიზას (გავა) გასაუბრებაზე ის ვინც ჩააბარა საბუთები 22 მარტამდე 2009 წელს ამ სამსახურში - USCIS.GOV - http://www.uscis.gov , უნდა ელოდოთ რიგს - როცა ამ კატეგორიაში იქნება OCT11 (2011 წლის ოქტომბერი)

      როცა ჩააბარებთ საბუთებს ამ სამსახურში http://www.uscis.gov - ესენი მოგცემენ კოდს, ამ კოდს შეამოწმებთ ხოლმე აქ: http://www.uscis.gov/portal/site/uscis  CASE STATUS - და მანდაც ნახავთ თქვენი საქმის ნაბიჯებს, ანუ რა სტადიაშია საქმე.
      როცა რიგი მოგიწევთ, იგივე ნაირად უნდა გაიაროთ - როგორც გრინ კარტაზე გადიხართ (სამედიცინო შემოწმებას და საბუთებია საჭირო თქვენსგან).

      საჭიროა, ის რაც შეიძლება მალე შეავსოთ ეს
      ფორმა I-130 (420$) საიტი - http://www.uscis.gov/portal/site/uscis/menuitem.5af9bb95919f35e66f614176543f6d1a/?vgnextoid=c67c7f9ded54d010VgnVCM10000048f3d6a1RCRD&vgnextchannel=db029c7755cb9010VgnVCM10000045f3d6a1RCRD  , http://www.uscis.gov/files/form/i-130.pdf , http://www.uscis.gov/files/form/i-130instr.pdf  ამ სამსახურში ამერიკაში - http://www.uscis.gov/portal/site/uscis, რომ საქმე დაიძვრას და რიგი მალე მოგიწიოს, ნუ დაკარგავთ დროს.


      щелкайте левой кнопкой мауса на синем тексте - это ссылка, там будет подробная информация


      полезные ссылки -

      http://greencard.2tbilisi.ge
      www.greencard.by